ტურისტების დიდი რაოდენობა და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანსი“ ავრცელებს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში სკანდინავიისა რეგიონისა და არქტიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად რეგიონში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის. თუმცა, არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ მასობრივი ტურიზმი და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის და აზიანებს მის ბინადარ ცხოველებსა თუ მცენარეებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურისტების მოსაზიდად ზოგიერთი საკრუიზო კომპანია მომხმარებლებს ისეთ ადგილებში სთავაზობს ექსპედიციებს, სადაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ.
ამასთანავე, საკრუიზო „პროგრამის“ ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს არკქტიკაში ყინულის დრობის პროცესის ჩვენება წარმოადგენს.
არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია რეგიონში კონტროლის მექნაიზმების ამუშავება და დიდი საკრუიზო გემების აკრძალვა, როგორც ეს მიმდინარე წელს ვენეციაში მოხდა.