ვენეციის პოლიციამ ორი გერმანელ ტურისტს რიალტოს ხიდის კიბეებზე ყავის მოდუღების გამო €950 ჯარიმა დააკისრა. პოლიციას გამმვლელებმა მიმართეს. პოლიციამ ტურისტებს მხოლოდ ჯარიმა არ აკმარა და ქალაქის დატოვება მოსთხოვა. ვენეციის მერმა ამ ტურისტებს უზრდელები უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქის სტუმრებმა ეტიკეტი უნდა დაიცვან და პოლიცია ტურისტების გაძევების გამო შეაქო.ვენეციის მცხოვრებლები უკმაყოფილებას ტურისტების დიდი ნაკადის გამო ხშირად გამოთქვამენ. წელიწადში ქალაქს 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამის გამო ვენეციაში რიგი შეზღუდვები დაწესდა. ვენეციის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკრუიზო გემი პორტში შედარებით მცირე ზომის ტურისტულ საზღვაო ხომალდს შეეჯახა.მოკლევადიან ტურისტულ ვიზიტებზე ვენეცია მოგზაურებს გადასახადს უწესებს. ერთჯერადი მოსაკრებელი 10 ევრომდე იქნება.