2018 წლის მე-2 კვარტალში ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები მილიარდ 900 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31.5 პროცენტით აღემატება. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი წინა წელთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და ათას 144 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ თანხას ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე ხარჯმა 517 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 424 მილიონით განთავსება იკავებს, 353 მილიონ 900 ათასი ლარით კი მესამე ადგილზე გართობაა.