იტალიური მედიის ინფორმაციით ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის სამსახურით "იუვენტუსი" დაინტერესდა. "იუვე" მზადაა ნორვეგიელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლაა და ფეხბურთელის შეძენის სურვილს აგრეთვე "რეალი" და "მანჩესტერი" გამოთქვამენ. ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატზე მან 10 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.