უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი პარიზში დაგეგმილ სამიტზე ცეცხლის შეწყვეტასა და პატიმრების გაცვლაზე თანხმობას არ განაცხადებს, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიას ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან კედლით გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
"თუ რუსეთს არ სურს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ კედელს ავაშენებთ და ცხოვრება გაგრძელდება", - აღნიშნა ანდრეი იერმაკმა ლონდონში გამართულ ფორუმზე. "სამწუხაროდ, გაყინული კონფლიქტის სცენარით ცხოვრება მოგვიწევს",- დასძინა მან.
შეგახსენებთ, ორშაბათს ერთმანეთს უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ხვდებიან.