ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი მოსაზრების სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
კალაძე ოპოზიციის განცხადებებს და მათი მხრიდან აქციის დაანონსებას დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებად მიიჩნევს.