თუკი 2 დღის წინ, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის კუთხით მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბთან განუცხადა. მინისტრის თქმით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო მუდმივად ატარებს.