ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი განვითარება პროცენტულად შიდსით დაავადების რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების წყალობით ამ პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობა ბოლო ათწლეულში 37 %-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში ტუბერკულოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა უწინდებურად პრობლემატურია, სათანადოდ არ არის ორგანიზებული და ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა. აქედან გამომდინარე, დაავადება ისევ მძვინვარებს და ლეტალური შედეგებიც ხშირია. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიზნად ისახავს და ყველა ღონისძიებას გაატარებს 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ლიკვიდაციისათვის.