იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, პარლამენტის შუალედური არჩევნები ვეღარ ჩატარდება. შესაბამისად, ამ სამ მუნიციპალიტეტს მოქმედ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ეყოლება.
როგორც “პალიტრანიუსს“ ქუცნაშვილმა განუცხადა, განცხადება მანდატის შეწვეტის თაობაზე მან გასულ კვირას დაწერა და ის განსახილველად მზად არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით მსვლელობა ჯერ არ მისცემია.
უმრავლესობაში ჯერ არც ის იციან, მოწვეული იქნება თუ არა პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 15 ივლისამდე.