თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე და საერთოდ მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, როდის წარადგენს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ გეგმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებულია, მისი ნაწილი უკვე წარდგენილია, ხოლო მომდევნო ნაწილს მთავრობა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.