თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი.
არსებული ინფორმაციით, 19 თებერვალს თბილისის მერიის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდება.