თურქეთი განაახლებს სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოაღმოსავლეთში, თუ ვაშინგტონის დანაპირები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელიც რუსეთში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
"ჩვენ სირიის ჩრდილოეთში არსებულ ვითარებას, ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინთან ერთად განვიხილავთ. ჩვენ ასევე გამოვძებნით შესაძლებლობას იმისათვის რომ ქურთული ძალების ყოფნა დასრულდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც რეჟიმის ელემენტები შეინიშნება", - განაცხადა ერდოღანმა. ოფიციალური ანკარა ითხოვს სირია-თურქეთის სასაზღვრო ზონა ქურთულმა ძალებმა დატოვონ. ქურთ მებრძოლებს თურქეთი ტერიტორისტს უწოდებს და რეგიონის მათგან გათავისუფლების პირობას დებს.