თუ უნდა ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა - შევიდეს, არ არის აუცილებელი, საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად, ირგვლივ ყველა გალანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო,- ასე შეაფასა პლატფორმა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.
მისი თქმით, დღეს სრულიად ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. ამასთანავე, თინა ხიდაშელის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და ბუნებრივია, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში არა შიგნით, არამედ ასეთი პოლიტიკური ცენტრი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გაჩნდება.