თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ან ერთ მგზავრს, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უწევს თუ არა სახელმწიფო კონტროლს ავიაბილეთების დაწესებულ ფასად გაყიდვას.
მისი თქმით, მას მხედველობაში არ აქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრე არის გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ჰქონდა გამოცხადებული, სანამ დაიწყებოდა სპეცსრეისები.