ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით. მუდმივად თითის წვერებზე სიარულის სურვილს შესაძლოა იწვევდეს ფეხის კუნთებში ტონუსის არასწორი განაწილება. ფეხის უკანა ნაწილის კუნთები ზედმეტად დაჭიმულია და შესაძლოა სპაზმსაც ჰქონდეს ადგილი, წინა ნაწილში კი პიქირით – დაბალი ტონუსია. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ერთადერთი არჩევანი აქვს – იაროს თითის წვერებზე. მხოლოდ ასე შეუძლია მას გადაადგილდეს ისე, რომ არ დაიღალოს.
კუნთების ტონუსის პრობლემის მიზეზი თავის ტვინის ერთ-ერთი ზონის არასაკმარისი ფუნქციონირებაა. ხშირად ასეთ პათოლოგიას პროვოცირებას უწევს ჰიპოქსია მშობიარობისას და მუცლადყოფნის დროს განვითარებისას. პირველი გამოვლინება სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან: თითქოს უკეთებენ ბავშვს მასაჟს, ბავშვი კარგად იზრდება, მოძრაობს, მაგრამ პრობლემა მაინც იჩენს თავს, რადგანაც ის დაკავშირებულია. თავის ტვინის მუშაობასთან. ხშირ შემთხვევებში ასეთ ბავშვებს მეტყველების შეფერხება და წვრილი მოტორიკის განუვითარებლობა ახასიათებთ. თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი სიტუაციები ექვემდებარება კორექტირებას, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში.ფეხის წვერებზე სიარულს შეიძლება იწვევდეს ისეთი სერიოზული მიზეზები, როგორიცაა:• მოკლე აქილევსის მყესი. • ცერებრალური დამბლა. • კუნთოვანი დისტროფია.
ფეხის თითებზე სიარული დაკავშირებულია ასევე აუტიზმთან. თუ ბავშვი ფეხის თითებზე სიარულს 2 წლის შემდეგაც აგრძელებს, ეს უკვე სერიოზულ მიზეზზე მეტყველებს. როცა ამ სიმპტომს შენიშნავთ, გირჩევთ აუცილებლად აჩვენოთ ბავშვი ოჯახის პედიატრს.