დღეს ინტერნეტი ყველანაირ შესაძლებლობას გვაძლევს და ეს მხოლოდ შეუზღუდავ კომუნიკაციას არ გულისხმობს. ამ შესაძლებლობებს კი ყველაზე უკეთ "ინტერნეტის თაობა" ანუ დღევანდელი ბავშვები ითვისებენ და იყენებენ. აღნიშნულ პროცესში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, რადგან ბავშვი გლობალური ქსელის დახმარებით ბევრ მისთვის სასარგებლო უნარს იძენს, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავავიწყდეს ინტერნეტსივრცეში არსებული ის კონტენტი, რომელიც მოზარდისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.სწორედ ამიტომ, ისეთ ხშირად გამოყენებად ინტერნეტ პლატფორმებს, როგორიც Google და Youtube-ია, აქვს ბავშვთა უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც შეუსაბამო მასალასთან ბავშვების შეხების რისკებს ამცირებს.ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა აამოქმედოთ უსაფრთხოების ფუნქციები პერსონალურ კომპიუტერში და უზრუნველყოთ თქვენი შვილის უსაფრთხოება, როცა ის Google-ით და Youtube-ით სარგებლობს