თუ თქვენ შავი ხვრელის ფოტო ნახეთ, ეს 29 წლის პროგრამისტი გოგონას დამსახურებაა, რომელმაც შესაბამისი ალგორითმი შექმნა. ქეითი ბოუმანმა გუნდთან ერთად შექმნა კომპიუტერული პროგრამა, რომ-ლის საშუალებითაც წლების განმავლობაში დაგროვებული ასტრონომიული მონაცემები დამუშავების შემდეგ ფოტოდ აქციეს.ისტორიული მომენტი, როდესაც შავი ხვრელის სურათი მისი ლეპტოპის ეკრანზე იტვირთებოდა, დოქტორმა ბოუმანმა ფოტოთი ასახა.ალგორითმის შექმნა მან სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. შავი ხვრელის ფოტოს გავ-რცელებიდან რამდენიმე საათში კი ქეითი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, სოციალურ ქსელებში მასზე ათობით ათასიმომხმარებელი წერს, მათ შორის პოლიტიკოსები, მეცნიერები.ბოუმანზე დაწერა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმაც:„სამი წლის წინ სტუდენტი ქეითი ბოუმანი ხელმძღვანელობდა პროექტს, რომელიც შავი ხვრელის პირველი ფოტოს შექმნისთვის საჭირო ალგორითმზე მუშაობდა. ეს ფოტო დღეს უკვე გავრცელდა," - აღნიშნულია გან-ცხადებაში. თავად დოქტორი ბაუმანი კი ამბობს, რომ ალგორითმის შექმნაზე მისი ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი წვლილი მიუძღვის. გუნდი 200-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს.