ტელევიზორთან გატარებული ყოველი საათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 7 %-ით ზრდის უკანასკნელი გამოკვლევების შედეგებითა და საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლებით, დედამიწის თითოეული მცხოვრები ტელევიზორის ყურებაზე დღე-ღამეში დაახლოებით სამ საათს ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში 9 წელზე მეტს ართმევს. ეს საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია და წარმოიდგინეთ ახლა ტელეგადაცემებისა და სერიალების მოყვარული ადამიანები, რომლებიც ცისფერ ეკრანს თვალს ვერ წყვეტენ! ნუ გაგეცინებათ! სპეციალისტთა დასკვნით, ეს სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა ინტერნეტდამოკიდებულების მსგავსად, რადგან ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება.