ბრიტანული კონსულტაციური კომპანია Robert Half-ის ორი ათასამდე თანამშრომლის გამოკითხვის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გარდამავალი ასაკი "ახალგაზრდასა" და "ასაკოვანს" შორის 35 წელია. სწორედაც, რომ 35-ის შემდეგ, კაცები "მარტოობის პიკს" აღწევენ, ხოლო ქალები -"მოწყენილობის".აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში, 35 წელს მიღწეული ყოველი მეექვსე მოხელე, უკმაყოფილოა საკუთარი სამსახურით, რაც მათზე უმცროსების შედეგებზე, ორჯერ მეტია. ახალგაზრდა თანამშრომლები, როგორც წესი, სავსე არიან ენთუზიაზმით, მაშინ როდესაც უფროსობა მათგან განსაკუთრებულს არ მოელის, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც მიაღწიეს 35 წელს, აწუხებთ კითხვა: გამომივიდა თუ არა რაიმე ამ ცხოვრებაში?გარდა უარყოფითი მხარეებისა, მკვლევარები ასაკის მომატებასთან ერთად, დადებით მხარეებზეც საუბრობენ. "ასაკთან ერთად ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. უკეთესად ვიცნობთ საკუთარ თავს და გადაწყვეტილებებს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიღებთ და რაც ყველაზე მთავარია - ასაკთან ერთად მოდის სიბრძნე", - აღნიშნავს მკვლევარი ჯილი ჯესტი.