ბარაკ ობამა - შეერთებული შტატების ისტორიაში პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მმართველობის პერიოდშივე დაიმსახურა პოლიტოლოგებისა და ექსპერტების არაერთგვაროვანი შეფასება, რადგან ნაწილი მას ნოვატორ და არასტანდარტულად მოაზროვნე სახელმწიფო ლიდერად მიიჩნევდა, ნაწილი კი თვლიდა, რომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად მანაც მოხერხებულად გააცურა ამომრჩეველი, როცა რადიკალურ სოციალურ ცვლილებებს შეჰპირდა, მერე კი, პირობა დაარღვია და ამერიკელთა ნდობა დაკარგა. ერთმანეთის გამომრიცხავი შეფასების მიუხედავად, ობამას მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, რომ შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა პირველმა გაბედა პირობითობაზე უარის თქმა და თამამად გამოუცხადა ომი ამერიკულ საზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს.