წამყვანმა ბრიტანელმა ნეიროქირურგმა გამოიგონა ინოვაციური ნეირეოტექოლოგია, რომლეიც ადამიანებს ეხმარება წონის ეფექტურად დაკლებაში. მოწყობილობა, რომელიც თავზე მაგრდება, აგზავნის უსაფრთხო ელექტრო იმპულსებს ტვინის იმ მონაკვეთთან, როემლიც პირდაპირ დაკავშირებულია სხეულის წონასთან, მადასთან და ნაყროვანების შეგრძნებასთან. მოწყობილობა სახელად Modius უკვე 7,000-მდე მომხმარებელმა შეიძინა. ხელსაწყომ არაერთი ჯილდო მიიღო ტექნოლოგიურ ინოვაციებში და მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა აღირება. სპეციალური ყურსასმენი 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი ბაზარზე და რეალური ადამიანების მიერ არაერთხელ დაიტესტა. როგორც ამბობენ, ის ადამინები, ვინც Modius-სს დღეში 1 საათის განმავლობაში ატარებდა 3 თვის განმავლობაში, საგრძნობლად დაიკლო წონაში. მომხმარებლის 80-მა პროცენტმა, ვინც ხელსაწყო გამოიყენა, 4 კილო დაიკლო, გამოკითხულთა მესამედმა 7კილო, ხოლო პირველმა 1000-მა ადამიანმა 5 კილო, ყველაზე მეტი კი 18 კილოს კლება დაფიქსირდა. იდეის ავტორის თქმით, მოწყობილობა შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიენბს დაეხმაროს ჭარბი წონის ადვილად დაკლებაში და მათ სტიმული მიანიჭოს. ყურსასმენების შემქმნელების თქმით, ადამიანის ტვინი ხშირად აჭარბებს მის სურვილს დაიკლოს წონაში, რის გამოც ის ხშირად ადვილად ნებდება. ამას განაპირობებს ტვინის ზოგიერთი ადგილი, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს, მათ შორის ჰიპოთალამუსი, რომელიც ყველაზე ეფექტურად ინახავს ცხიმის მარაგს. როდესაც ადამიანები ცდილობენ წონის დაკლებას ტვინი მათ წინააღმდეგ მუშაობს, მადა მატულობს, შესაბამისად, მათ არ ყოფნით ნებისყოფა სწორად და ზომიერად იკვებონ. Modius - ის ტექნოლოგია აფიქსირებს ტვინის ამ ადგილებს ზედაპირულად, ზედმეტი ჩარევის გარეშე და ასტიმულირებს ვესტიბულურ ნერვს, რომლიც ყურს უკან მდებარეობს. ვესტიბულურ ნერვს აქვს პირდაპირი კავშირი ტვინის ცენტრთან, რომელიც აკონტროლებს მადას, სურვილებს და ნაყროვანებას. როგორც ამბობენ, ტექნოლოგია ასტიმულირებს ძირითად ტვინის ადგილებს და ეხმარება ადამიანებს მადის დაქვეითებაში და ჭამის სურვილის შემცირებაში. მწოყობილობის გამოყენება მარტივია. ხელსაწყო თავზე უნდა დაიმაგროთ და ღილაკს დააჭიროთ იმისთვის, რომ ის ამუშავდეს. ხელსაწყოს მართვა ასევე შესაძლებელია მობილური აპლიკაციით.