ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და ბრიტანული მუსუკის ლეგენდა ფრედი მერკური ზანზიბარში 1946 წლის 5სექტემბერს დაიბადა. ლეგენდარული მუსიკოსი ნამდვილი სახელი და გვარი ფარუხ ბულსარაიყო,თუმცა მუსიკოსს არ უყვარდა როდესაც მას რეალური სახელით მიმართავდნენ და ფრედი მან ჯერ კიდევ ინგლისში ჩასვლამდე დაირქვა. თავისი პირველი სიმღერა ფრედიმ 12 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო "I'm Going To The Top" (მე მაღლა მივიწევ). მოგვიანებით თავის ინტერვიუში ფრედიმ თქვა, რომ ამ სიმღერამ მისი მომავალი იწინასწარმეტყველა. მოგვიანებით მერკური შეუერთდა როკ-ჯგუფ სმაილს რომელიც ფიზიკის ფაქულტეტის სტუდენტმა ბრაიან მეიმ შექმნა. ფრედიმ ჯგუფს სახელი შეუცვალა და მას ქუინი უწოდა.მათი პირველი სინგლი "Keep Yourself Alive" რადიოს ეთერში არ გაუშვეს. არც პირველ ალბომს დაუმსახურებია მოწონება. ქუინი სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს იყენებდა,ეს მათი წარმატების მთავარი გასაღები იყო ფრედი მერკურის გენიალურობასთან ერთად.მთლიანობაში გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი.