როდესაც ნიუ-იორკში შობის დღესასწაულზე აღმოჩნდები, პირველივე წუთიდან უცნაური გრძნობა გიჩნდება, თითქოსდა რომელიღაც ამერიკულ ფილმში ამოყავი თავი და ირგვლივ რაც ხდება ნამდვილი არ არის - განათება, სასრიალო მოედნები, ნაძვის ხეები, მაღაზიის ვიტრინები... იმდენჯერ გვინახავს ეს ყველაფერი კინოში, რომ ნიუ იორკული შობა უკვე თავისი არსებობის ფაქტით გაოცებს. არადა, ნიუ იორკი უკვე თავისთვად შობაა რაღაც გაგებით - იმდენად ძლიერია აქ საშობაო ტრადიციები. მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად კი, აუცილებლად უნდა იცოდე, სად წახვიდე და რა ნახო.მაშ ასე, უნდა დაიწყოთ იმით, რომ საღამოს დაელოდოთ, თბილად ჩაიცვათ და სასეირნოდ გახვიდეთ. იმიტომ, რომ ასეთ გაჩირაღდნებულ ქალაქს სხვაგან ვერსად ნახავთ. ნიუ იორკი სხვა დროსაც განთქმულია თავისი ილუმინაციით, შობაზე კი აქ ნამდვილი ვაკხანალია ხდება. ფერადი მანათობელა გირლიანდებით აქ ყოველი ხის ყოველი ტოტია მორთული, ყველგან ლამაზი ნაძვის ხეებია დადგმული და მაღაზიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო შთამბეჭდავი ფასადი აქვს - ფანტასტიურ განათებების შოუებს აწყობენ.