ჩემი რჩევა იქნება სასულიერო პირებისადმი - შებრძანდით და გადაათქმევინეთ, ყველასთვის სჯობს, მე ძალა არ მაქვს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს #9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ის მოითხოვს, რომ სასულიერი პირები შეხვდნენ მამა გიორგი მამალაძეს. დეკანოზის ადვოკატმა ასევე სასულიერო პირების იმ განცხადებებსაც უპასუხა, რომელიც დეკანოზის შიმშილობას უკავშირდება.