ნიტრატებს საზამთროს დროზე ადრე დასამწიფებლად იყენებენ. სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება ნებადართულია, თუმცა განსაზღვრულია დასაშვები დოზები. საზამთროსა და ნესვში ნიტრატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 მილიგრამს კილოგრამში. ნიტრატომეტრი ეს არის ხელსაწყო, რომელიც პროდუქტში ნიტარების რაოდენობას ზომავს, თუმცა ასეთი ხელსაწყო სახლში არავის აქვს და მხოლოდ ლაბორატორიულად თუ შეძლებს მსურველი საზამთროსა და ნესვის შემოწმებას ნიტრატებზე. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც გასწავლით: პირველ რიგში იცოდეთ საზამთროს ზომა არ განსაზღვრავს მასში ნიტრატების რაოდენობას. ანუ მითი იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი საზამთრო ხელოვნურად არის გაზრდილი, მცდარია, უბრალოდ უნდა იცოდეთ საზამთროს ის ჯიში, რომელიც ზომაში ძალიან იზრდება სქელ ქერქიანია და შიგნიდან არა მუქი წითელი, არამედ მოვარდისფრო უნდა იყოს. ამიტომ დააკვირდით თქვენს მიერ შეძენილ საზამთროს, თუ ის დიდი, მაგარმ ვარდისფერია და ამასთანავე სქელქერქიანი, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ნიტრატებით იყოს გაზრდილი, თუმცა თუ ძალინ დიდი საზამთრო მუქი წითელია და თანაც თხელქერქინი, ის ხელოვნურად გაზრდილია, რადგან ბუნებრივად გაზრდილი ამ ჯიშის საზამთრო არ უნდა იწონიდეს 9 კილოგრამზე მეტს. გარდა ამისა, თუ საზამთროში თეთრი ძაფის მაგვარი შრეებია, შესაძლებელია მასში დიდი რაოდენობით ნიტრატები იყოს, თუმცა ამაში დასარწმუნებლად უნდა ვიცოდეთ კარგი მწიფეა თუ არა ის, რადგან თეთრი ძაფები შეიძლება პროდუქტის უმწიფრობაზე მეტყველებდეს.