გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მისივე თქმით, მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ.