არ მაქვს საფუძველი გამოძიების მიმდინარეობაში ეჭვი შევიტანო, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების კომენტირებისას "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. რაც შეეხება მოტივს, დეკანოზ გალდავას აზრით, თუ დანაშაული ნამდვილად ჩადენილია, მაშინ მოტივი შეიძლება ანგარება იყოს. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ თუ პროკურატურა ამ საშინელი ბრალდების დამტკიცებას ვერ შეძლებს, მაშინ მთელი ხელისუფლება ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად კურთხევა არ არის საჭირო - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა