ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია დაფინანსების შესახებ არსებულ კანონს არღვევს, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ.
ასე გამოეხმაურა კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცეს.
შეგახსენებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.