„ევროპული საქართველოს“ ოპოზიციური პარტიებისადმი მოწოდებას ექსპერტები აფასებენ. როგორც პალიტრა ნიუსთან რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ევროული საქართველოს ინიციატივა, რომ ოპოზიციური პარტიები არ შევიდნენ ქართულ ოცნებასთან სახელისუფლებო კოალიციაში, შესაძლოა მმართველი პარტიისთვის უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმულის გამომწვევი იყოს. პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ინიციატივით ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამი იქნება უფრო მეტი, ვიდრე სახელისუფლებო დეპუტატებისა. თავის მხრივ, ინიციატივას დადებითად აფასებს თორნიკე შარაშენიძე. მისი შეფასებით, ოპზიციის გაერთიანება იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტიას დიდი უპირატესობა აქვს, მნიშვნელოვანია.