11:43
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება - ლიზა იასკო
03-12-2021

თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სურს სააკაშვილის მოკვლა და მისთვის პატიმრობის მრავალი წლის მისჯა. რადას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა.

„მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, სამწუხაროდ. ის მოკითხვას უგზავნის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში იცდიან და აშუქებენ პროცესებს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ გუშინდელმა სასამართლომ გვაჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები და როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და სურს მიუსაჯონ მას პატიმრობის მრავალი წელი. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები