ხვალ რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციითა და იგივე საარჩევნო წესებით, ფიქრობთ, ვინმე მონაწილეობას მიღებას აპირებს?! - არა! ამ საარჩევნო ადმინისტრაციითა და ამ წესებით მონაწილეობას მიღებას მე არ ვაპირებ, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ამის გაკეთებას არც სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რადგან მნიშვნელობა აქვს, რა წესებით წარიმართება არჩევნები.