თუ მამა გიორგის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება კატასტროფა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. რამიშვილის თქმით, დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ბრალდების მხარისთვის არის საფუძველი ბრალის წარდგენისა. რამიშვილს მოლოდინი აქვს, რომ დეკანოზი გამართლდება.