ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ეროვნული ბანკი გამოიყენებს, როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას არ დაუშვებს. მესტვირიშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად რუსეთის ტურისტულ ემბარგოს ასახელებს.