იმ შემთხვევაში თუ, კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს- ამის სესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა,საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა. კითხვაზე, ხომ არ მოახდინა გავლენა კურსზე რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, წელს მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.