ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე.მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით კი თუ სწავლა 26 აპრილამდე არ გაგრძელდა მაშინ სასწავლო სემესტრი დასრულებულად ჩაითვლება.