ტრისტან-დე-კუნია, ვულკანური წარმოშობის კუნძულია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელი ადგილია, აქ მოსახვედრად გემით სულ ცოტა 6 დღე დაგჭირდებათ, ისიც ყველაზე ახლო ტერიტორიიდან. კუნძლზე 276 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ძირითადი საქმეც მეურნეობაა. გარდა იმისა, რომ კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელი ადგილია,აქ მცხორებ მოახლეობას ძალიან საინტერესო ტრადიციები აქვთ, ყველაზე განსაკუთრებული და რომანტიული კი წინდებთანაა დაკავშირებული.
გადმოცემის თანახმად, კუნძულის მოსახლეობა ძალიან მორიდებულები იყვნენ და სწორედ ამიტომ მოიფიქრეს ასეთი რამ, ადამაიანები ერთმანეთს წინდებს უქსოვდნენ, რომლებზეც ზოლები იყო დატანილი. თუ ხუთზოლიან წინდას აჩუქებდი ვინმეს ეს ხელის თხოვნის ტოლფასი იყო. ხშირ შემთხვევაში ქალები უქსოვდნენ საკუთარ რჩეულებს წინდებს, რომელზეც ზოლების რაოდენობას თვითონვე განსაზღვრავდნენ, საპასუხოდ მამაკაცები მოკასინებს უქსოვდნენ ქალს.
ამის შემდეგ ქალი კაცს ტანსაცმლის გარეცხვას შესთავაზებდა, რაც უკვე დაქორწინებას ნიშნავდა. კუნძულზე წინდები ტრადიციული მიზნებისთვის ისევ იქსოვება და თუ გსურთ თქვენი რჩეული გაახაროთ ამ ორიგინალური საჩუქრით, თქვენ შგეიძიათ გამოიწეროთ, ატლანტის ოკეანეში არსებული ვულკანის ძირში სიყარულით მოქსოვილი წინდები.