აღმოჩნდა, რომ ძილი გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. კვლევამ აჩვენა კავშირი მენტალურ შესაძლებლობებსა და ადამიანის ძილს შორის. აღსანიშნავია,რომ ძილი კარდინალურად ცვლის თავის ტვინის მუშაობას. ძილი უნდა იყოს ხანგრძლივი და სრულფასოვანი, რომ ორგანიზმა მიიღოს საკმარისი დასვენება. შედეგად ასეთი ჯანსაღი ძილი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანის ფსიქიკურ შესაძლებლობების განვითარებაზე.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, რადგანაც მათი ინტელექტი მხოლოდ ეხლა ფორმირდება და ძილი, შესაძლოა, გახდეს მათი გონებრივი შესაძლებლობების განმაპირობებელი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს რომლებსაც არ სძინავთ საკმარისი რაოდენობით, აქვთ სუსტი შემეცნებითი უნარი, ვიდრე მათ, ვინც საკმარის დასვენებას ღებულობს.
მეცნიერებმა კვლევა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყეს. მათ შემოიღეს „სინაფსური ჰომეოსტაზის ჰიპოთეზა“. ამ ჰიპოტეზის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ძილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა შემეცებით შესაძლებლობებზე. პირველი შედეგები ექსპერიმენტის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა, იგი ზუსტ სურათს არ იძლეოდა, მაგარამ ახლა კვლევამ აჩვენა ზუსტი კავშირი ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ძილს შორის.