PORSCHE - ომის შემდგომი გერმანია ის იყო იკრებდა ძალებს ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ამასთან რამდენიმე ცნობილ საავტომობილო ბრენდს უკვე ქონდა დაპყრობილი საბაზრო სივრცე და მომხმარებელთა გემოვნებაზე მორგებული თითქოსდა აღარ საჭიროებდა ამ სფეროში ახალ კონკურენტს. თუმცა, ამის მიუხედავად პორშემ შეძლო არა მხოლოდ შეენარჩუნებინა ადგილი მზის ქვეშ, ამასთან მოეპოვებინა ყველაზე პრესტიჟული, სასურველი და პოპულარული ავტომობილის სტატუსი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა თუმცა მისი რეპუტაცია კვლავ სათანადო სიმაღლეზეა. ის თუ, როგორ მიაღწია ამ კომპანიამ წარმატებას, ამის შესახებ დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ.
1906 წელს Astro-Daimler - საავტომობილო ფირმაში დაიწყო მუშაობა ავსტრიაში, მთავარ კონსტრუქტორად და ტექნიკურ დირექტორად. მისი აქ მოღვაწეობის განმავლობაში იქმნება რამდენიმე საინტერესო და ცნობილი მოდელი, მათ შორის „პრინც ჰენრი“.
1996 წელს ფერდინანადი Daimler-Benz AG კომპანიის მთავარ ინჟინრად ინიშნება. მისი თაოსნობით რამდენიმე მოდელი შეიქმნა და მათ შორის იყო მოდელი Merсedes 360 რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდაю ამ ნამუშევარმა მას დოქტორის ხარისხი მოუტანა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამსახური იყო, სამუშაო, რომელსაც ის ინტერესით ასრულებდა, როგორც რიგითი თანამშრომელი. მას აფასებდნენ, პატივს სცემდენე და მის მიერ შემნილი ნაშრომი ყოველთვის კარგად ანაზღაურდებოდა, თუმცა ალბათ დამოუკიდებლად არსებობის და შემოქმედების სურვილმა აიძულა რომ 55 წლის ფერდინანდი წამოვიდა დაიმლერის კომპანიიდან.