რომელი წვენი შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ და რა ხერხებს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, საკუთარი კეთილდღეობისთვის, სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფასად. ფალსიფიკაციის ერთერთი ფორმა ერთი წვენის მეორეთი ჩანაცვლებაა, მაგალითად ბროწეული ვაშლთან შედარებით ძვირი ღირს, ამიტომ ბროწეულის წვენს ხშირად სწორედ ვაშლის წვენით ამზადებენ, ერთი შეხედვით საშიში არაფერია, გარდა იმისა, რომ მწარმოებელი უბრალოდ გატყუებთ, თუმცა იმისთვის, რომ ვაშლის წვენი ფერითაც და გემოთიც ბროწეულს მიამსგავსონ, საღებავებს და არომატიზატორებს ამატებენ. ქიმიური არომატიზატორები, კონსერვანტები და საღებავები სხვა წვენების დამზადების შემთხვევაშიც გამოიყენება. წარმოიდგინეთ ბავშვისთვის ყიდულობთ წვენს, რომელსაც 100 პროცენტით ნატურალური აწერია, სინამდვილეში კი შეიძლება საღებავებით და ქიმიური არომატიზატორებით გაჯერებული პროდუქტით ამარაგებდეთ თქვენი პატარის ორგანიზმს. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს მიერ შეძენილ წვენზე დატანებული ინფორმაცია სწორია. წვენის შემოწმება არც ისე რთულია, თუმცა სხვადასხვა წვენს შემოწმების განსხავევბული მეთოდები აქვს.