მეცნიერების აზრით, კვირაში 2 ქილა გაზიანი სასმელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაიზარდოს დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულის დაავადებისა და ინსულტის რისკი. ტკბილი სასმელების მომხმარებელთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში სტაბილურად მზარდია და ეს ტენდენცია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება. თუ ადამიანი გაზიანი სასმელის თუნდაც მცირე რაოდენობას ყოველკვირეულად სვამს, მეტაბოლური სინდრომის საფრთხე იზრდება.სწორედ მეტაბოლიზმი წარმოადგენს გულის დაავადების, ინსულტისა და დიაბეტის განვითარების რისკ–ფაქტორს.