მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის, ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტსა და - შს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესაძლო განხორციელებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც მსახიობი ამბობს, აღნისნულთან დაკავშირებით ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ გუშინ მიაწოდა. თუმცა, საქმეზე დამატებით ინფორმაციას პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს.პარალელურად კი, დღეს გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლის წინაშე საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულიც ისარგებლებს.გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების მიზნით ფლობას ედავებიან. თავად ბრალდებული კი, სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.