ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას ეჭქვეშ აყენებს. როგორც დათუნაშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში "შუადღის სტუდია" განაცხადა, თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ ჩამოშორდება, მისი კარიერა საქართველოში დაღუპულია. დათუნაშვილის განმარტებით, გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში თავს უნდა უშველოს – ან უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ან სპორტს თავი უნდა დაანებოს.