"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ერთ ტელევიზიაში რომ მივიდეს და მეორეში არა, ყველას ეწყინება, ყველგან მისვლა შეუძლებელია და ამიტომ უნდა შეიქმნას ერთი პლატფორმა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა. კალაძე განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა და მიმდინარე ღონისძიებები დაათვალიერა.