14:43
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას - დონალდ ტრამპი
10-10-2019

თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "თეთრ სახლში" ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს, თუკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, თურქეთს სანქციები დაუწესოს, თუკი თურქები ქურთებს ჰუმანურად არ მოექცევიან. ეს განცხადებები დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ არა მხოლოდ "დემოკრატების" არამედ ტრამპის თანაგუნდელ "რესპუბლიკელების" კრიტიკა დაიმსახურა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილმა, "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ, განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, მიეტოვებინა მოკავშირე ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს ებრძვიან, საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეხმარება აშშ-ის მეტოქეებს - რუსეთს, ირანსა და თურქეთს. მისი თქმით, "კონგრესმა ამ გადაწყვეტილების კატასტროფული შედეგების წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს".

AutoPlay
სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პროკურატურას საპროცესო გარიგებას სთხოვს
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გიორგი გახარია - იქ, სადაც მთავრობას მოუწევს "არას" თქმა, ეს "არა" ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი "მუქარის წერილზე" - არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
სირიის დემოკრატიული ძალები აცხადებენ, რომ მათ საზღვრის მიმდებარე ქალაქი დატოვეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ხაზარაძის ადვოკატებმა "მუქარის წერილი" გაასაჯაროვეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები