თუ ელისაშვილის იმედად დარჩა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ის ვერ გაატარებს მათ ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.მისივე თქმით, ფუჭი მოლოდინი ჰქონდა მას ვინც ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კიევში გამოცხადდებოდა, რადგან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ კონსულტაციის გასავლელად ჩავიდა.