ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა."ბოლო დროს ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. თქვენ იცით, რომ ეს არის სემეკის პრეროგატივა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ გათვლებს - ვთვლით, თუ რა როგორ. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი”, - განაცხადა კალაძემ.