ყველა ადამიანს უყვარს დილაობით რაც შეიძლება დიდიხანს ლოგინში ნებივრობა. თურმე ამაში შესაძლებელია, ვიღაცამ სოლიდური თანხაც კი მოგცეთ. ნასას ესაჭიროება მოხალისეები, რომლებიც მზად იქნებიან საწოლში 60 დღე-ღამე გაატარონ. თან ამაში ფულსაც გადაუხდიან - 18 000 დოლარს. კაცობრიობა ცდილობს კოსმოსის დაპყრობას. თუმცა, მთვარეზე შორს ჯერ კიდევ ვერ მოხდა გამგზავრება, ისიც რამდენჯერმე. პრობლემა ჩვენს ტექნოლოგიებშია. მოცემული ექსპერიმენტი დაეხმარება კაცობრიობას გააკეთოს დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მეცნიერებს სურთ გამოიკვლიონ უწონადობის ურთიერთქმედება ადამიანის სხეულზე, წოლითი მდებარეობა კი ამ სიმულაციის საუკეთესო ვარიანტია. მონაწილეები უნდა იწვნენ თავით ოდნავ დაბლა და ფეხებით მაღლა.
ამასთან, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ მარიხუანას ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ, ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ კანაფის სხვადასხვა სახეობა. პირველი რამდენიმე დღე მონაწილეებს შეეძლოთ გადაადგილება პალატაში. პირველ ფაზაში მონაწილეები ეცნობოდნენ ექსპერიმენტის პირობებს. ძირითად ფაზაში მონაწილეები პრაქტიკულად გაუნძრევლად უნდა წოლილიყვნენ მთელი დღის განმავლობაში. მოხალისეები გააფრთხილეს, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მათ ექნებოდათ სახსრებზე და კუნთებზე პრობლემები. კუნთების ატროფია ემართებათ კოსმონავტებს,როდესაც ისინი ხანგრძლივი დროით იმყოფებიან უწონადობის მდგომარეობაში. სწორედ ამის საწინააღმდეგო საშუალების პოვნას ცდილობენ მეცნიერები.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მონაწილეებს მკაცრად ჰქონდათ აკრძალული საწოლიდან ადგომა. 60 დღე-ღამე ლოგინში დასვენებაკი არა წამებაა. მეცნიერები შეეცადნენ მოხალისეების ყოფა მაქსიმალურად კომფორტული გაეხადათ. მონაწილეებს შეეძლოთ ეყურებინათ ფილმებისთვის, ეთამაშათ ვიდეოთამაშები, წაეკითხათ წიგნები. ჰქონდათ ინტერნეტი და კავშირი ოჯახის წევრებთან. ლაბორატორიის თანამშრომლები უტარებდნენ სხვადასხვა სამედიცინო ტესტს, ამოწმებდნენ გულის, კუნთების და ნერვული სისტემის მდგომარეობას. მიუხედავად ექსპერიმენტის არაკომფორტული პირობებისა, მონაწილეები კმაყოფილი დარჩნენ და არ ნანობდნენ თავის გადაწყვეტილებას. მათ მიიღეს თავიანთი თანხა და მეცნიერებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.