გაუთოება ყველასთვის არასასიამოვნო პროცესია, რომელსაც დიდი დრო მიაქვს და ამავდროულად არასასიამოვნო პროცესია. Effie ეს არის თანამედროვე საშუალება, რომელიც თქვენს მაგივრად აკეთებს რუტინულ საქმეს და 95 პროცენტით სწარაფად აუთოებს თქვენს პერანგებს. ხელსაწყო ორი ბრიტანელი ინჟინერის გამოგონებაა. როგორც ამბობენ, ავტომატიზებულ უთოს 12 სხვადასხვა ტიპის ტანსაცმლის გაუთოება შეუძლია ერთ ჯერზე. ხელსწაყოს ასევე აქვს შრობის ფუნქციაც, მას შეუძლია სველი, დაკუჭული სარეცხის სწრაფად გაშრობა და გაუთოება. მოწყობილობა ავტომატიზებული მანქანის სამრეცხაოს პრინციპით მუშაობს, თქვენ კიდებთ სასურველ სამოსს საკიდზე და დანარჩენ საქმეს მანქანა ასრულებს. იდეის ავტორების თქმით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ტანსაცმლის ხელით დაუთოვება და დაზოგავთ ბევრ დროს. სტარტ ღილაკს დააჭირეთ თითი და მანქანა სათითაოდ დაიწყებს თქვენი პერანგებისა და ტანსაცმლის გაშრობასა და გაუთოებას. მოწყობილობა ორქთლის მეშვეობით ასწორებს ტანსაცმელს. როგორც მოწყობილობის ინსტრუქციაში წერია, ტანმსაცმელი სულ რაღაც რამდენიმე წუთში გარეთ გამოდის მშრალი და გაუთოებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Effie ყველა ტიპის ქსოვილის, ბამბის, აბრეშუმის, ჯინსის და სხვა მრავალი ნაჭრის გაუთოება შეუძლია. თითო სამოსის გაუთოებას მოწყობილობა მაქსიმუმ 3 წუთს ანდომებს. მოწყობილობა ადვილად იკეცება და არ იკავებს დიდ ადგილს. საშრობი აპარატი მობილური აპლიკაციით იმართება. თქვენ შეტყობინებას მიიღებთ სმარტფონზე, როდესაც თქვენი სამოსი მზად იქნება.