თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ კორონავირუსის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში უკვე გატარებულია ის ღონისძიებები, რა ღონისძიებებიც საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა მიიღეს.