17:19
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
თუ ჭამის შემდეგ გული გიჩქარდებათ, გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა დაადგინოთ - როგორ უნდა მოიქცეთ ექიმთან ვიზიტამდე და მის შემდეგ?
30-11-2018

ზოგჯერ ადამიანს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ გული უჩქარდება. ეს შეიძლება აიხსნას კუჭის ზედმეტად გადავსებით. თუმცა, გულის აჩქარება შესაძლოა იშემიის გამოვლინებაც იყოს. გულის აჩქარებისას გაიკონტროლეთ არტერიული წნევა. ასევე, უნდა გაიზომოს გლუკოზა სისხლში.

ზოგადად კი, მიზეზის დასადგენად თანმიმდევრული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. პირველადი გამოკვლევის მიზნით უნდა მიმართოთ კარდიოლოგს. თუმცა, შესაძლოა თქვენი ჩივილების მიზეზი საყლაპავის დაავადებით იყოს გამოწვეული. საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია ხშირად იწვევს ასეთ სიმპტომებს, მით უმეტეს, როცა ჩივილები საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული.

გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ასევე უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია. ამიტომ კარდიოლოგის გარდა შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები